შპს კოლარდი დაფუძნებულია, 2015 წ. კომპანია ორიენტირებულია სამშენებლო-სარემონტო სფეროში ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების დანერგვაზე. შპს კოლარდი იყო ერთ-ერთი პირველი რომელმაც ხელი შეუწყო ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლის დამათბობლების იმპორტს და გავრცელებას საქართველოში.
ვიღებიდით აქტიურ მონაწილეობას პოლიმერული ფილების დამზადების ტექნოლოგიის შემუშავება-დახვეწაში და წარმოების დანერგვაში.
ასევე აქტიურად ვმონაწილეობთ სველი ბეტონის ხარისხის დადგენის დაჩქარებული მეთოდის და შესაბამისი ხელსაწყოს დანერგვის პროცესში. აღნიშულ, კონდუქტომეტრულ მეთოდს და ხელსაწყოს ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში. მეთოდის ავტორი და ხელსაწყოს შემქმნელი ცნობილი ქართველი მშენებელი და მეცნიერი ბ-ნი აკაკი ირომაშვილია, რომელიც სამწუხაროდ სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ვერ მოესწრო თვისი შექმნილი მეთოდის და ხელსაწყოს ოფიციალურ აღიარებას. ხაზს ვუსვამთ ოფიციალურს, რადგან მშენებლობის სფეროში ერთიც და მეორეც დიდი ხანია აღიარებულია. აღნიშნული ხელსაწყო პრაქტიკაში უკვე გამოცდილია და მისი წარმოება აწყობილია დიდ ბრიტანეთში. იხ. www.cstinstruments.co.uk
ამჟამად გთავაზობთ იატაკის ფილების მშრალი დაგების ტექნოლოგიას და შესაბამის სამარჯვებს ამისთვის. კერძოდ რეგულირებად და არარეგულირებად საყრდენებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია იდეალურად სწორი ზედაპირის მიღება. აღნიშნულ ტექნოლოგიას უამრავი უპირატესობა გააჩნია ფილების ბეტონის ზედაპირზე დაკვრასთან შედარებით.
მალე გაგიზიარებთ სხვა ტექნოლოგიურ სიახლეებსაც.
