top of page

      საჯარო  ოფერტა( შეთავაზება) 

 

​​           ზოგადი დებულებები 

  1. წინამდებარე ხელშეკრულება არის შპს კოლარდის ოფიციალური და საჯარო შეთავაზება, საიტზე www.colard.ge წარმოდგენილი საქონლის რეალიზაციის თაობაზე. ეს ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის შესაბამისად, საჯაროა, მისი პირობები ერთნაირია ყველა მყიდველისთვის, ერთი მყიდველის სხვაზე უპირატესობის გარეშე. ამ ხელშეკრულების გაფორმებით, მყიდველი სრულად ეთანხმება შეკვეთის განთავსების, საქონლის გადახდის, საქონლის მიწოდების და საქონლის დაბრუნების პირობებს, არაკეთილსინდისიერ შეკვეთაზე პასუხისმგებლობას და ხელშეკრულების სხვა პირობებს. 

    ტერმინთა განმარტება 

  2. საჯარო შეთავაზება (შემდგომში „ოფერტა“) – გამყიდველის საჯარო შეთავაზება, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ, გამყიდველთან საონლის დისტანციურად გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე (შემდგომში „ ხელშეკრულება“) ამ შეთავაზებაში მოცემული პირობებით. 

  3. საქონელი - მხარეებს შორის შეთანხმების ობიექტი, მყიდველის მიერ შერჩეული ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე და განთავსებული კალათაში, ან უკვე შეძენილი მყიდველის მიერ გამყიდველისგან დისტანციურად (რეგულირებადი და არარეგულირებადი საყრდენები, მათი აქსესუარები, კომპონენტები და თანმხლები ნივთები) 

  4. ონლაინ მაღაზია - გამყიდველის ვებგვერდი www.colard.ge ზე, შექმნილი საბითუმო და საცალო გაყიდვების ხელშეკრულების დასადებლად, მყიდველის მიერ ინტერნეტის მეშვეობით შემოთავაზებული საქონლის აღწერილობის გაცნობის საფუძველზე. 

  5. მყიდველი - ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელმაც მიაღწია 18 წელს, და რომელმაც გააფორმა ხელშეკრულება გამყიდველთან ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებზე. 

  6. შეკვეთა - ცალკეული პროდუქტის შერჩევა მყიდველის მიერ მითითებული საქონლის სიიდან, მათი განთავსება კალათაში და გადახდა. 

  7. კალათა - ვირტუალური სივრცე გამყიდველის ვებსაიტზე, სადაც ასახულია მყიდველის მიერ შერჩეული პროდუქტები და ფასები. 

  8. საქონლის მიწოდება – საქონლის მიწოდება მყიდველის მისამართზე დამოუკიდებელი გადაზიდვის სერვისით (მიწოდების სერვისი) ქალაქ თბილისში. 

  9. გამყიდველი - შპს კოლარდი 405090501 

  10. ინტერნეტ-მაღაზიის ელექტრონული მისამართი - www.colard.ge

    ხელშეკრულების საგანი 

  11. გამყიდველი იღებს ვალდებულებას გადასცეს საქონელი მყიდველს, მყიდველი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს და მიიღოს საქონელი წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით. 

  12. მყიდველის მიერ გამყიდველის შეთავაზების  სრული და უპირობო მიღების მომენტად(აქცეპტი) და საქონლის გაყიდვის ელექტრონული ხელშეკრულების დადებად ითვლება ის ფაქტი, როდესაც მყიდველი იხდის შეკვეთის თანხას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით, გამყიდველის ვებსაიტზე  მითითებულ დროში და ფასებში. 

    შეკვეთის გაფორმება 

  13. მყიდველი რეგისტრირდება საიტზე, ხსნის თავის ანგარიშს და დამოუკიდებლად აკეთებს შეკვეთას ონლაინ მაღაზიაში „კალათის“ ფორმის საშუალებით. 

  14. მყიდველს უფლება აქვს განათავსოს შეკვეთა ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე წარმოდგენილ და ხელმისაწვდომ ნებისმიერ პროდუქტზე. 

  15. თითოეული პროდუქტის  შეკვეთა შეიძლება ნებისმიერი რაოდენობით. 

  16. საქონლის მარაგში არარსებობის შემთხვევაში, ინტერნეტ-მაღაზიის მენეჯერი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მყიდველს (ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით). 

  17. პროდუქტის არარსებობის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს შეცვალოს იგი მსგავსი მოდელის პროდუქციით, უარი თქვას ამ პროდუქტზე და გააუქმოს შეკვეთა. 

  18. თუ არ მოხდება თანხის მიიღება გამყიდველის ანგარიშზე, გამყიდველი იტოვებს უფლებას გააუქმოს შეკვეთა. 

  19. გამყიდველს უფლება აქვს უარი თქვას შეკვეთის მყიდველისთვის გადაცემაზე, თუ მყიდველის მიერ შეკვეთის განთავსებისას მოწოდებული ინფორმაცია არასრულია ან საეჭვოა მათი ნამდვილობა. 

  20. ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისა და შეკვეთის განთავსებისას მყიდველი იღებს ვალდებულებას მიაწოდოს გამყიდველისთვის შეკვეთის შესასრულებლად აუცილებელი შემდეგი  ინფორმაცია: 

  21. მყიდველის გვარი, სახელი; 

  22. მისამართი, რომლზეც უნდა მოხდეს საქონლის მიწოდება (თუ მიწოდება ხდება       მყიდველის მისამართზე); 

  23. ტელეფონის საკონტაქტო ნომერი 

  24. მყიდველის მიერ არჩეული საქონლის დასახელება, რაოდენობა, პროდუქცია, ფასი მითითებული უნდა იქნეს მყიდველის კალათაში ონლაინ მაღაზიის ვებსაიტზე. 

  25. თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარეს ესაჭიროება დამატებითი ინფორმაცია, მას უფლება აქვს მოითხოვოს იგი მეორე მხარისგან. თუ მყიდველი ვერ მიაწვდის საჭირო ინფორმაციას, გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი მყიდველისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე ონლაინ მაღაზიაში საქონლის შეძენისას. 

  26. შეკვეთის განთავსებისას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია მყიდველი. 

  27. ხელშეკრულების გაფორმებით, ანუ ამ შეთავაზების პირობებზე (საქონლის შესყიდვის შემოთავაზებულ პირობებზე) დათანხმებით, შეკვეთის განთავსებით, მყიდველი ადასტურებს შემდეგს: 
    ა) მყიდველი მთლიანად და სრულად იცნობს და ეთანხმება ამ წინადადების (შემოთავაზების) პირობებს;
    ბ) იგი იძლევა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის ნებართვას, პერსონალური მონაცემების დამუშავების ნებართვა მოქმედებს ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. ამასთან, მყიდველი ხელშეკრულების გაფორმებით ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია (დამატებითი შეტყობინების გარეშე) „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებების შესახებ, მონაცემთა შეგროვების მიზნების შესახებ და რომ მისი პირადი მონაცემები გადაეცემა გამყიდველს, რათა მან შეძლოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულება, ორმხრივი ანგარიშსწორება, აგრეთვე ინვოისების, აქტების და სხვა დოკუმენტების მიღება. მყიდველი ასევე თანახმაა, რომ გამყიდველს, მყიდველის შეკვეთის შესასრულებლად უფლება აქვს  უზრუნველყოს წვდომა და გადასცეს მისი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს მყიდველის დამატებითი შეტყობინების გარეშე. მისთვის ცნობილი და გასაგებია  მყიდველის უფლებები, როგორც პერსონალური მონაცემების სუბიექტისა, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  

    საქონლის ფასი და მიწოდება 

  28. საქონლისა და მომსახურების ფასებს ადგენს გამყიდველი დამოუკიდებლად და იგი მითითებულია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე. საქონლისა და მომსახურების ყველა ფასი მითითებულია ვებგვერდზე საქართველოს ეროვნულ ვალუტაში ლარში, დღგ-ს ჩათვლით. 

  29. საქონლისა და მომსახურების ფასები შეიძლება შეიცვალოს გამყიდველის მიერ ცალმხრივად, ბაზრის პირობებიდან გამომდინარე. ამავდროულად, საქონლის ცალკეული ერთეულის ფასი, რომლის ღირებულება უკვე სრულად გადახდილი აქვს მყიდველს, გამყიდველის მიერ ცალმხრივად არ შეიძლება შეიცვალოს.  

  30. მყიდველი საქონელს კალათაში განათავსებს მისი შემდგომი ყიდვის მიზნით. საქონლის კალათაში შენახვა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მისი ფასი არ შეიცვლება, იმ შემთხვევაში თუ მთლიანად საიტზე მოხდება ფასთა ცვლილება. 

  31. ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე მითითებული საქონლის ღირებულება არ მოიცავს საქონლის მყიდველის მისამართზე მიტანის ღირებულებას. 

  32. გადამზიდავის მომსახურება და მიტანის ღირებულება ცალკეა მითითებული  ვებგვერდზე  www.colard.ge 

  33. მყიდველის ვალდებულება გადაიხადოს საქონელის ღირებულება შესრულებულად ითვლება გამყიდველის ანგარიშზე თანხის მიღების მომენტიდან. 

  34. საქონლის გამყიდველსა და მყიდველს შორის ანგარიშსწორებები ხორციელდება ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე „გადახდის“ განყოფილებაში მითითებული მეთოდებით. 

  35. საქონლის მიღებისას მყიდველმა მიტანის სერვისის წარმომადგენლის (გადამზიდველის) თანდასწრებით უნდა შეამოწმოს საქონლის შესაბამისობა ხარისხობრივ და რაოდენობრივ მახასიათებლებთან (საქონლის დასახელება, რაოდენობა, სისრულე, ვარგისიანობის ვადა). თუ ეს პირობები არ არის დაცული, საქონელი ითვლება მიღებულად სათანადო ხარისხით და სისრულით, და არ ექვემდებარება უარყოფას/შეცილებას. თუ საქონელი აღმოჩნდება არასათანადო ხარისხის, ან არ შეესაბამება შეკვეთაში არსებულ პოზიციას, დაბრუნებას ახორციელებს გადამზიდავი, იმ პირობით, რომ შემოწმება განხორციელდა გადამზიდავის თანდასწრებით და მის გამგზავრებამდე. 

  36. საქონლის მიღებისას მყიდველი ან მისი წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებს გაყიდვის ქვითარს / ან შეკვეთას / ან ტვირთის ზედნადებს საქონლის მიწოდებაზე,  რომ არ აქვს პრეტენზია საქონლის რაოდენობაზე, გარეგნობაზე და საქონლის მთლიანობაზე. ამ მომენტიდან საქონლის საკუთრება და შემთხვევითი დაკარგვის ან დაზიანების რისკი გადადის მყიდველზე ან მის წარმომადგენელზე. 

  37. მყიდველისათვის შეძენელი პროდუქტის მიწოდების დროს,  შესაძლო დაზიანების ან დაკარგვის რისკი ეკისრება გამყიდველს. 

    მხარეთა უფლებები და მოვალეობები 

    გამყიდველი ვალდებულია: 

  38. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 პუნქტის შესაბამისად  მყიდველს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქციის შესახებ. 

  39. საქონელი გადასცეს მყიდველს ქალაქ თბილისში მყიდველის შეკვეთის შესაბამისად და წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით. 

  40. არ გაამჟღავნოს რაიმე პირადი ინფორმაცია მყიდველის შესახებ და არ მისცეს ამ ინფორმაციაზე წვდომის საშუალება მესამე პირებს, გარდა კანონით და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

     გამყიდველს უფლება აქვს: 

  41. ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, აგრეთვე საქონლისა და მომსახურების ფასები და განათავსოს ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე. ყველა ცვლილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 

  42. უპირობოდ და გაფრთხილების გარეშე დახუროს და გააუქმოს მყიდველის ანგარიში, თუ მყიდველი არღვევს ან არ ასრულებს ამ ხელშეკრულების პირობებს. 

    მყიდველი იღებს ვალდებულებას: 

  43. ხელშეკრულების დადებამდე გაეცნოს ხელშეკრულების შინაარსს, ხელშეკრულების პირობებს და გამყიდველის მიერ შემოთავაზებულ ფასებს ინტერნეტ-მაღაზიის ვებგვერდზე, ასევე ინფორმაციას შეძენილი პროდუქციის შესახებ. 

  44. გამყიდველის მიერ მყიდველის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ამ უკანასკნელმა უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო მონაცემი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება მისი, როგორც მყიდველს იდენტიფიცირება და საკმარისი შეკვეთილი საქონლის მყიდველისთვის მისაწოდებლად. 

  45. თუ მყიდველი არ ეთანხმება ხელშეკრულებაში 36-ე მუხლის შესაბამისად,  განმარტებულ შესაძლო ცვლილებებს, ამ მაშინ ის ხურავს თავის ანგარიშს. 

  46. თუ მყიდველი განათავსებს შეკვეთას, მხარეები თანხმდებიან, რომ ეს არის შეთანხმების დადასტურება და ამ ხელშეკრულების ყველა პირობაზე თანხმობა. 

    საქონლის დაბრუნება 

  47. მყიდველს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, შეძენის დღის გამოკლებით, უფლება აქვს დააბრუნოს საქონელი თუ კი: მოხდა შეკვეთილის ნაცვლად სხვა საქონლის გადაცემა; ვარგისიანობის ვადა ამოწურულია; საქონელი დაზიანებულია. და ეს შეუსაბამობები და ხარვეზები, საპატიო მიზეზის გამო, არ იქნა აღმოჩენილი საქონლის მიმწოდებელის თანდასწრებით. ან იქნა აღმოჩენილი და გადამზიდავმა უარი განაცხადა საქონლის უკან დაბრუნებაზე. ამ შემთხვევაში, მყიდველი უღებს ფოტოსურათებს არასათანადო პროდუქტს და რეკლამაციასთან ერთად აგზავნის გამყიდველის ელექტრონული ფოსტის მისამართზე -  info@colard.ge 

  48. გამყიდველის მიერ რეკლამაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მყიდველი აბრუნებს საქონელს საკუთარი ხარჯებით. გამყიდველი ცვლის მას შესაბამის პროდუქტზე და უგზავნის მყიდველს. თუ იმ მომენტისთვის გამყიდველს არ აქვს შესაბამისი პროდუქტი მარაგში, იგი აცნობებს მყიდველს საქონლის მიწოდების დროს ან სთავაზობს სხვა პროდუქტს. თუ მყიდველი უარს იტყვის, გამყიდველი უბრუნებს ფულს გონივრულ ვადაში. 

  49. რეკლამაციის განხილვა ხდება 30 სამუშაო დღის ვადაში. 

  50. საქონლის დაბრუნება ხდება მხოლოდ მაშინ თუკი დაცულია შემდეგი პირობები:  საქონელი არ ყოფილა გამოყენებული; შენარჩუნებულია მისი სამომხმარებლო სახე და სამომხმარებლო თვისებები, შეფუთვა, ბეჭედი, ეტიკეტები; აგრეთვე აუცილებელია მყიდველზე გაცემული საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობა. 

  51. ​​საქონლის ღირებულების მყიდველთან დაბრუნება ხდება საჩივრის განხილვის დღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში 42-ე პუნქტის ვადის შესაბამისად. 

  52. საქონლის ღირებულება ექვემდებარება დაბრუნებას საბანკო გადარიცხვით მყიდველის ანგარიშზე. 

  53. საქონლის დაბრუნება გამყიდველის მისამართზე ხდება მყიდველის ხარჯზე, თუ წინამდებარე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 

  54. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას გამყიდველი ახორციელებს, მყიდველის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი საქონლის დეფექტებზე, რომლებიც წარმოიშვა მყიდველისთვის მისი გადაცემის შემდეგ, მყიდველის მიერ საქონლის გამოყენების ან შენახვის წესების დარღვევის, მესამე მხარის ქმედებების ან ფორს-მაჟორის შედეგად. 

  55. საქონლის დაბრუნება, კანონით და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხდება ვებგვერდზე „კონტაქტები“ განყოფილებაში მითითებულ მისამართზე. 

    პასუხისმგებლობა 

  56. გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი გამყიდველისგან შეძენილი საქონლის არასათანადო გამოყენების ან/და შენახვის შედეგად მყიდველისთვის ან მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე. 

  57. გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი შეკვეთებისა და მისი ვალდებულებების არაჯეროვნად ან არდროულად შესრულებაზე, თუ მყიდველს მიწოდებული აქვს არასწორი ან ცრუ ინფორმაცია. 

  58. გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების მიწოდების შეფერხებაზე (შეკვეთის დამუშავება და საქონლის მიწოდება), რომელიც გამოწვეულია ტექნიკური მიზეზების გამო და არ ექვემდებარება მის კონტროლის; 

  59. გამყიდველი და მყიდველი პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად. 

  60. გამყიდველი ან მყიდველი თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან თავიანთი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოებების შედეგი, როგორიცაა: ომი ან საომარი მოქმედებები, მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა სტიქიური უბედურებები, რომელიც წარმოიშვა გამყიდველის ან/და მყიდველის ნებისგან დამოუკიდებლად ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ. მხარე, რომელსაც შეუძლია შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს ამის შესახებ. 

    კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემების დაცვა 

  61. ინტრნეტ-მაღაზიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას ან შეკვეთის განთავსებისას თავისი პერსონალური მონაცემების მოწოდებით, მყიდველი გამყიდველს უცხადებს ნებაყოფლობით თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და გამოყენებაზე (მათ შორის გადაცემაზე), აგრეთვე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა ქმედებების შესრულებზე, ასეთი  ქმედების ვადის შეზღუდვის გარეშე. 

  62. გამყიდველი იღებს ვალდებულებას არ გაამჟღავნოს მყიდველისგან მიღებული ინფორმაცია. არ განიხილება დარღვევად გამყიდველის მიერ ინფორმაციის მიწოდება  კონტრაგენტებისთვის და მესამე მხარისთვის, რომლებიც მოქმედებენ გამყიდველთან შეთანხმების საფუძველზე, მყიდველის წინაშე ვალდებულებების შესრულების მიზნით, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. 

  63. მყიდველის პერსონალური მონაცემები საიტზე ინახება მყიდველის ანგარიშის დახურვამდე. ანგარიშის დახურვის შემდეგ, მყიდველის პერსონალური მონაცემები იშლება. 

    ზოგადი პირობები ​

  64. მყიდველის მიერ ონლაინ მაღაზიაში განთავსებული შეკვეთის საფასურის გადახდა ნიშნავს მყიდველის სრულ თანხმობას წინამდებარე საჯარო ოფერტის, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების (საჯარო შეთავაზება) პირობებზე. 

  65. ეს ხელშეკრულება დადებულია საქართველოს ტერიტორიაზე და მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

  66. მყიდველსა და გამყიდველს შორის წარმოშობილი ყველა დავა წყდება მოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების გზით სადავო საკითხის გადაწყვეტის მიუღწევლობის შემთხვევაში, მყიდველს ან/და გამყიდველს უფლება აქვს მიმართოს სასამართლო ორგანოებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

    გამყიდველის რეკვიზიტები 
    1. გამყიდველი - შპს კოლარდი,  405090501 
    2. ინტერნეტ-მაღაზიის ელექტრონული მისამართი - www.colard.ge 
    3. ოფისის/საწყობის მისამართი - საქართველო, ქ. თბილისი 0137, მოსკოვის გამზირი 9ა. 
    4. tel.   511 55 11 95

bottom of page